დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ აეროპორტის დასახლებაში #12 საჯარო ბაგა-ბაღი გახსნეს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარა, რის შედეგადაც, მოწესრიგდა ელექტროსისტემა, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა იატაკის საფარი, ჭერი, განათებები და მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. სამგორის რაიონის გამგეობამ კი ბაღთან მისასვლელი გზის კაპიტალური სამუშაოები ჩაატარა. დღეისთვის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის კომფორტული გარემო და ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი.
„თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაატარა. სამგორის რაიონის გამგეობამ კი ბაღთან მისასვლელი გზა აღადგინა. მინდა, მივულოცო პატარებსა და მათ მშობლებს განახლებული, თანამედროვე სტანდარტების მქონე ბაღის გახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალში ბაღის ეზოს ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება და ბავშვებს მალე სრულად კეთილმოწყობილი ეზოც ექნებათ“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024