2026-03-12 13:00:4112 მარტს, 13:00 საათზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ვლადიმერ ლობჟანიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ექიმის გასასვლელის მონაკვეთისთვის და ექიმის შესახვევისთვის სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
4. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ფარნავაზ მეფის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის ფარნავაზ მეფის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის I ჩიხის გაგრძელების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. ,,მუხიანი-2“ -ის დასახლებაში საირმის I შესახვევის სახელის გაუქმების შესახებ.
7. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ.
8. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო გასასვლელისთვის კედარის III და IV გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
9. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფარიხან სოფიევას ქუჩისთვის ფარიხანუმ სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ.
10. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. ,,მუხიანი-2“ -ის დასახლებაში, ზნაკვის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ.