30 მაისს, 12:00 საათზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
2. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან არსებული ხუთი უსახელო ჩიხისთვის უნივერსიტეტის I, II, III, IV და V ჩიხების სახელების მინიჭების შესახებ;
3. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იოანე ღვთისმეტყველის სახელის მინიჭების შესახებ
4. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, პეტრე ამირანაშვილისა და 67-ე ქუჩების ერთ დამოუკიდებელ ქუჩად გაერთიანების და წარმოქმნილი ქუჩისთვის მომღერალი პეტრე ამირანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
5. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის III შესახვევისთვის ბეჟან კალანდაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;
6. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის და წინანაურის ქუჩის მონაკვეთისთვის ნადიკვრის სახელის მინიჭების შესახებ;
7. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩის მონაკვეთისთვის და წინანაურის II ქუჩისთვის ორთაჭალის I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
8. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ-მაიორი ბორის გრიგოლაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
9. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლევან მაჭავარიანის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ლევან მაჭავარიანის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
10. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის მორის ფოცხიშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
11. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთელის ქუჩის მონაკვეთისთვის, მიხაკო წერეთლის I ჩიხისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადო და სამხედრო მოღვაწის დავით ვაჩნაძის სახელის მინიჭების შესახებ;