დედაქალაქის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა რამდენიმე რაიონში მიმდინარე და ჩასატარებელი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის თაობაზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის, გედევანიშვილის ქ.#27 -ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩასატარებელი გადახურვის სამუშაობის და ამავე რაიონში ნ. ჩხეიძის ქ.#46-სა და გოგოლის ქ.#9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩასატარებელი სამუშაობის გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისათვის, პეკინის ქ.#36-ზე გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების თაობაზე საკითხებს მსჯელობის შედეგად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
თანხმობა მიეცა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურსაც ვაჟა ფშაველას გამზირზე V კვარტალში მდებარე #1 ავარიული საცხოვრებელი სახლის მე-6 ბლოკზე გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით (ფორს-მაჟორი), ასევე ორთაჭალჰესის ხიდ-აკვედუკზე აღდგენა-რეაბილიტაციის წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების და შესაბამისი სამუშაოებისა და მ.ჯავახიშვილის მოედანზე დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომსახურების და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებასაც.
დადებითად გადაწყდა საკითხი კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისათვის, რუსთავის გზატკეცილიდან ზემო ფონიჭალისკენ მიმავალ საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ არსებულ გრავიტაციული კლდის მასისგან გაწმენდის სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ და მის ბიუროს სხდომაზე გატანას დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
დღესვე, კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამების და ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, ჩუღურეთის რაიონისა და საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.