21 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმინეს.
გიორგი კობიაშვილმა კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების უსასყიდლო უზურფრუქტის სარგებლობის უფლებით გადაცემის და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების უფლების თაობაზე წარმოდგენილი საკითხები გააცნო.
დღესვე გიორგი კობიაშვილმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ალფა ფროფერთის“ შორის გაფორმებული „2021 წლის 29 აპრილის №ე-582-1-26243 ხელშეკრულებითა და 2023 წლის 28 სექტემბრის შეთანხმებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად, ქ. თბილისში, ო. კაპანაძის ქუჩა №4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე განსახორციელებელი სამშენებლო პროექტის ფარგლებში ქონების მიმღებ პირთა ნაწილის განსაზღვრის საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
მანვე 2009 წლის 20 აგვისტოს „დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №264“-ით გათვალისწინებული პირობის გაუქმების საკითხის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.