13 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ლევან არველაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო.
კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში IV საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში განიხილება - კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. სამდღიანი ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება. ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ მსჯელობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.