21 მარტი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
დღესვე ლევან მიქავამ თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების შემოსავლების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების საკითხი წარმოადგინა.
მისივე თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
კომისიის წევრებმა სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
დავით ჯაიანმა სხდომაზე საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის 2025 წლის 23 იანვარს გაფორმებული სასესხო შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმებაზე თბილისის საკრებულოდან თანხმობის მიღების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტი წარმოადგინა.
კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სერგო ბირკაძემ თბილისში, მიქელაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილზე თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისს’’ შორის გაფორმებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის გაუქმების საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
მანვე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „ჰორვატს“-ს შორის 2021 წლის 24 მარტს გაფორმებულ „ქ. თბილისში, ვაკის რაიონი, ძოწის ქუჩა N2-4-ის მიმდებარედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული შპს „ჰორვატსისათვის“ პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ" ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის შეთანხმების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.
სერგო ბირკაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით და სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების საკითხი გააცნო.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ საკრებულოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.