საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.
კომისიის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით“ ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს.
ირაკლი თავართქილაძემ დეპუტატებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზების, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ასევე უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხების შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „არეა დეველოპმენტს“ გაფორმებული თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან შპს „არეა დეველოპმენტის“ გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს.
ირაკლი თავართქილაძემ ასევე თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და შპს „სასკოს“ შორის გაფორმებულ „უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია და სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის, 2015 წლის 7 ივლისს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის ცვლილების საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
მანვე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ნექსუსს შორის გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის გაუქმების საკითხის შეთანხმების თაობაზე იმსჯელა და ამასთანავე, კომისიის წევრებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ პირობებით გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის გაუქმების საკითხის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. .
დღესვე სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ვარკეთილი დეველოფმენთს“ შორის გაფორმებული „ქალაქ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით უძრავი ქონების პრივატიზების პროექტის შესახებ იმპლემენტაციის ხელშეკრულების“ ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ იმსჯელეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.