თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
დღესვე კომისიის წევრებმა რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი საკუთრების მოწმობით გათვალისწინებული პირობების გაუქმების საკითხის თაობაზე მოისმინეს ინფორმაცია.
ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირს გათავისუფლების საკითხები განიხილეს.
ქონების მართვისა და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.