თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს.
საკითხის თაობაზე ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარმოადგინა.
გაიოზ თალაკვაძემ დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტით ბიუჯეტის მოცულობა 840 302 500 (რვაას ორმოცი მილიონ სამას ორი ათას ხუთასი) ლარით განისაზღვრა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, საკრებულოს ყველა კომისიამ და ფრაქციამ ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილა და საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას გადაუგზავნა.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები კომისიის წევრებმაც წარმოადგინეს და ამასთანავე, იმედი გამოთქვეს, რომ საკრებულოს შენიშვნები და რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და საკითხს დადებითად შეაფასეს.
დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.