თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას თანხმობა მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქონების მართვის სააგენტოს უფროსის დავით ჭედიას თანამდებობიდან გათავისუფლებას და აღნიშნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კარლო ლაფერაძის დანიშვნას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ასევე თანხმობა მიეცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ,,ფონდ ქართუს’’ შორის გასაფორმებელი ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულების დადებასა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, ქ. თბილისის მთავრობის განკარგულების შესაბამისად, თბილისში თვალჭრელიძის ქუჩა #11-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, ა(ა)იპ-თბილისის განვითარების ფონდისთვის უსასყიდლო ფორმით გადაცემასაც.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატები ჯერ ბიუროს, შემდგომ კი საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.