თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დეპუტატებს დასამტკიცებლად რამდენიმე საკითხი წარმოუდგინეს.
კომისიის წევრებმა განხილვის შედეგად დადებითი რეკომენდაცია მისცეს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ რამდენიმე საკითხს, მათ შორის, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ "ქალაქის განვითარების ხელშეწყობას", ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის გადაცემას, საკრებულოს განკარგულების პროექტს ქ.თბილისში, თოფურიას ქ.#10-ში მდებარე გარკვეული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სსიპ სულიერებისა და კულტურის ცენტრისათვის უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემას.
საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხისა და გეგმის დამტკიცებას, ასევე ა(ა)იპ - ქ.თბილისის #182 საბავშვო ბაგა-ბაღისა და ა(ა)იპ ქ.თბილისის #132 საბავშვო ბაგა-ბაღისათვის გარკვეული უძრავი ქონების, ხოლო ა(ა)იპ - "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისათვის" თბილისში, მრევლიშვილის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემას.
დღესვე განხილული და დადებითად შეფასებული იქნა სსიპ "ლ.საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემა. კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და ამხანაგობა- "კრწანისი 21-ს " 2010 წლის 15 ივნისს გაფომებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისაგან გათავისუფლებას და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 22 თებერვლის #ე-5-456 ოქმით გათვალისწინებული შეზღუდვის მოხსნასაც.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისთვის, პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, დავით აღმაშენებლის გამზირი#103-ში მდებარე უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს და მას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.