თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს სამსახურის უფროსმა წარუდგინა. ლევან თევზაიამ 2014 წლის მიმდინარე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ დეტალურად ისაუბრა და ისეთ პროექტებზე გახარჯული თანხების რაოდენობა განმარტა, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეკეთება -აღდგენა, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება, ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება- გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, ასევე განათლების, კულტურის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თევზაიამ კომისიის წევრებს 2014 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებზე, ასევე ,,თბილისი 2015’’ - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მისივე განმარტებით, 2015 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ამ თანხების კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადატანაა დაგეგმილი.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დასასრულს, კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.