თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა მსჯელობის შედეგად დადებითი რეკომენდაცია მისცეს ქალაქ თბილისის 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ვაკის რაიონისათვის გათვალისწინებულ ასიგნებების კვრატალური გადანაწილებას, ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან ,,ჯეთ როუდის’’ გათავისუფლებაზე შეთანხმებას, რომელსაც ქონების მართვის სააგენტო ვალდებულების 1 ივლისამდე შესრულების გარანტიის საფუძველზე ითხოვს.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა ქ.თბილისში არსებული ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელის შპს "უძრავი ქონება-თბილისისათვის" პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემასა და შპს მცენარეთა დაცვის საწარმოს კაპიტალის გაზრდასაც, რაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისისაგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის უსასყიდლოდ გადმოცემული შესაღობი მასალების შპს "მცენარეთა დაცვის საწარმოს" კაპიტალში გადეცემას გულისხმობს.
თანხმობა გაიცა ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი #89/24 -ში, მე-7 სართულზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, ა(ა)იპ-"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისათვის" უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით და ქ.თბილისში, ც.დადიანის ქ.#164-ში მდებარე ტერიტორიიდან 24 კვმ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით ააიპ ახალგაზრდული კავშირი თანაბარი უფლებებისათვის უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზეც. ამ უკანასკნელის გადაცემა ხდება 2 წლის ვადით შსმ პირთათვის ადაპტირებული საპირფარეშოს მოსაწყობად.
დღესვე კომისიის წევრებმა განხილვისა და ადგილზე შესწავლის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით გადაცემაზე გასცეს თანხმობა.
კომისიის სხდომას დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.