04 მაისი 2018 თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე კერძო კომპანიებისთვის მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ წარუდგინა.
მისი განმარტებით, კერძო კომპანიებს მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მოსაწყობად ფართი სამ ლოკაციაზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ, გეგეშიძის ბაღის მიმდებარედ და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაეცემა. მიწისქვეშა პარკინგების ოპერირების ვადა კერძო ინვესტორებს 25 წლის ვადით განესაზღვრებათ, რის შემდეგაც ქონება კვლავ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. საკითხს კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე თანხმობა მიეცა რამდენიმე უძრავ ქონებაზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 21,2025
საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა
ნოემბერი 17,2025