თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
დღის წესრიგით წარმოდგენილი 9 საკითხი დეპუტატებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთისპირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხებზე იმსჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება დადებითად შეაფასეს.
დღესვე დეპუტატებმა შპს ,,ალმა ტრანსპორტსა’’ და თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს ,,ალმა’’-ს გათავისუფლების საკითხი შეთანხმებას და ასევე შპს ,,ავტოსერვისი16’’-ის ლიკვიდაციის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემას დაუჭირეს მხარი.