თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის № 30-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს, რომლის თანახმად, ,,ბავშვთა სამყაროს’’ ხანძრის შედეგად დაზალებულებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემის მიზნით მერიის სარეზერვო ფონდი 1 მილიონი ლარით იზრდება.
წარმოდგენილ ცვლილებას დეპუტატებმა დადებითი შეფასება მისცეს.
დღესვე სხდომაზე კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხებს - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით პროგრამებისათვის/ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილებისა და ასევე თბილისში, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის კორპუსი #29-ის მიმდებარედ არსებული 210 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზეც.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე, მისი მოადგილე ლევან მიქავა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილი ესწრებოდნენ.