თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლის თაობაზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ თამარ მათიაშვილმა მიაწოდა, საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის მოადგილეს დავით ტალახაძეს მოუსმინეს, რომელმაც ,,მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაცია, (AIMF) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდს’’ შორის გასაფორმებელი ,,ფინანსური მხადაჭერის შესახებ ხელშეკრულების’’ გაფორმების თაობაზე ისაუბრა.
კომისიის წევრების გადაწვეტილებით, სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა.