თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლის თაობაზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ მიაწოდა, საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე დეპუტატებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ ცვლილება დადებითად შეაფასეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე, მისი მოადგილე ლევან მიქავა, ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მერის წარმომადგენელი საკრებულოში გოგა მამფორია ესწრებოდნენ.