თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლის თაობაზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ მიაწოდა, საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დგებუაძის ქ.N-1-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ა(ა)იპ-,,არეტესთვის’’ სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხის თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრის რიმა ბერაძის განმარტებით, აღნიშნულ ფართში ა(ა)იპ-,,არეტესი’’ სოციალური პროექტის განხორციელებას, კერძოდ, სასწავლო ოთახის, ინტერნეტელევიზიის, სტუდიისა და შესაბამისი სამუშაო ოთახის, ასევე შშმ პირთათვის ადაპტირებული მისასვლელების და სველი წერტილების მოწყობას უზრუნველყოფს და ამასთან, 100 სოციალურად დაუცველი და შშმ პირის გადამზადებისა და ყოვეწლიურად 15 ადამიანის დასაქმების ვალდებულებას იღებს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ყველა საკითხი კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს და მათ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.