თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
მსჯელობის შედეგად კომისიის წევრების უმრავლესობამ დადებითი რეკომენდაცია მისცეს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის გლდანის და სამგორის რაიონებში გამგეობისთვის 2015 წლის თებერვლის თვის უფასო კვებით (უფასო სასადილოებით) მომსახურების გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობა, ქალაქ თბილისიში არსებული ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელის შპს “უძრავი ქონება –თბილისისთვის” პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა და ქალაქ თბილისში ტერენტი გრანელის ქ. #7-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა #1-ის შპს “თბილსერვის ჯგუფისათვის” პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი უზურფრუქტით გადაცემა.
ამავე სხდომაზე კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისში მერაბ კოსტავას ქ. #71-ის წინ თარგის მიერ დაკავებული 22 კვ.მ მიწის ნაკვეთის, სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის” პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას.
ბიუროს სხდომაზე გასატანად დეპუტატებმა, ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს შსს სსიპ-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის გადაცემისა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსათვის” უსასყიდლოდ დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხს.