თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებს დღის წესრიგით განსახილველი საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარმოუდგინა.
დეპუტატებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით პროგრამების/ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.
დღესვე, კომისიის წევრებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის #17-66 დადგენილებაში ტექნიკური ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.
კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემას, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
დადებითი რეკომენდაცია მიეცა საკითხს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მ3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც.
კომისიის სხდომას დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.