თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლის თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ მიაწოდა, საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, სხდომაზე დეპუტატებმა თბილისში რიყის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემას და შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებში ცვლილების შეტანის საკითხს დაუჭირეს მხარი.
დღესვე სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით პროგრამების/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინრული ასიგნებების გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს, მათ შორის, დეპუტატებმა საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის პროგრამის წლიური გეგმის, ასევე საპროექტო და საძიებო სამუშაოების პროგრამის წლიური გეგმის შემცირების ხარჯზე თანხების 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა პროგრამაში გადატანას დაუჭირეს მხარი.
სხდომას დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა, ასევე კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურებისა და სამგორის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.