თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცებისა და ასევე მახათას საქალაქო სასაფლაოსთვის პანთეონის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას კომისიების წევრების გარდა, თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.