თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა წყალმომარაგების სფეროს რეგულირების თემაზე კერძო და საჯარო სექტორებს შორის გამართულ დიალოგში მიიღეს მონაწილეობა.
გიორგი ალიბეგაშვილმა საკუთარ გამოსვლაში წყალმომარაგების განვითარების პერსპექტივებზე , არსებულ რეგულაციებსა და სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
კოფერენციაზე ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეც გამახვილდა, როგორიცაა-წყალმომარაგების სფეროში არსებული სატარიფო და საკანონმდებლო რეგულაციები და ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები.
დიალოგში მონაწილეობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა, GWP-ის გენერალური დირექტორმა, AECOM-ის რეგიონული დირექტორმა და სახვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონფერენცია სასტუმრო „რუმსში “ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.