დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილებას, რაც ,,ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების’’ პროგრამაში არსებული ეკონომიის ,,ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხეშეწყობისა და მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგულირების’’ პროგრამაში გადატანას გულისხმობს.
სხდომაზე ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაცვლის ფორმით პრივატიზებას, შპს „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი დიოსკურიასთვის“ ილორის ქუჩა #14-შ მდებარე გარკვეული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უზურფრუქტის ფორმით გადაცემას და თბილისში ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ 1632 კვმ მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზებას.
დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს საკითხი თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ფერდობი 3-ის მიმდებარედ 318 კვმ მიწის ნაკვეთის და ასევე დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ 20 კვმ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით „გლობლ მოტორსისთვის“ იჯარით გადაცემის თაობაზეც.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმების სამსახურის უფროსი მამუკა მელიქიძე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.