საკრებულოში სამი კომისიის: ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, სარევიზიოსა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა მერიის საფინანსო საქალაქო სამასახურის უფროსს მოუსმინეს. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებებით, დედაქალაქის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი ტრანსფერის ხარჯზე იზრდება.
აღნიშნული თანხიდან 75 მილიონი ლარი საკრედიტო ხაზის დაფარვას მოხმარდება, ხოლო დარჩენილის 25 მილიონ 180 000 ლარი კი სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდება.
დღესვე სხდომაზე კომისიების წევრებმა 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და ამასთანავე, თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
გარდა ამისა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმებას და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, რამდენიმე ოჯახს, რომელიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდა, საცხოვრებლები 1 ლარად დაუკანონდება.
სხდომას დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.