თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი უკლებას შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ინიცირებული საკითხები განიხილეს და რამდენიმე უძრავ ქონებაზე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებითა და იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომისიის წევრები წარმოდგენილ საკითხებს შესაბამისი შესწავლის შემდეგ უკვე ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილევენ.