22 თებერვალი 2022
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.