თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.