თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, დავით უთმელიძის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ლევან მიქავამ წარადგინა.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, კვარტალური გადანაწილებები საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდირებას, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობასა და აღდგენა-რეკონსტრუქციას, გზების მშენებლობასა და აღდგენას შეეხება.
კომისიის წევრებმა ქვეპროგრამების მიხედვით კვარტალურ გადანაწილებებს მხარი დაუჭირეს.