თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილი განიხილეს თბილისის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები, ასევე მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმიღ გადაცემის საკითხები განიხილეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.