თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
ინფორმაცია ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
საკითხი, რომელსაც საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს, დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.