თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ, კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან მიქავამ კომისიის წევრებს ის მიმართულებები გააცნო, რომლებზეც ეს თანხები გადანაწილდება.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.