თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
სხდომაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მეტროს მოდერნიზაციის“ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანმა ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
დღესვე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.