თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესში ცვლილები წარადგინა, რომელიც ავარიული ბინების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, თანხობრივ ცვლილებას ეხება.
კომისიის სხდომაზე მზიურის პარკისთვის 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორიის გადაცემის საკითხი განიხილეს, რომელიც პარკს სოფელ ქვემო ლისის მიმდებარედ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 146 634 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების სანაცვლოდ გადაეცა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ასევე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პროვატიზების საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.