თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
საკითხი ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
კვარტალური გადანაწილება ტრანსპორტის სუბსიდირებას, გზების მშენებლობებს და თბილისის რაიონების გამგეობების მიერ შესრულებულ სამუშაოებს შეეხება.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.