თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ იმსჯელეს.
განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.