თბილისის საკრებულოში, ირაკლი ხელაძის ხელმძღვანელობით, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა. წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.