თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
საკითხი ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინეს.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.