თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
საკითხი განსახილველად დედაქალაქის მერიის საფინანასო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.