თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილის თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებს ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ მიაწოდა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი შესაბამისი განხილვის შემდეგ დაუჭირეს.