თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ დავით უთმელიძემ წარუდგინა.
კომისიის წევრებმა მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით გადაცემული, უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე ისჯელეს.
დღესვე სხდომაზე კიმისიის წევრებმა დედაქალაქში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.