თბილისის საკრებულოში გამართულ ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 14 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილის თაობაზე იმსჯელეს.
კერძოდ, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ კომისიის წევრებს გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქში სხვა და სხვა მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის და გაცვლის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.