თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების ფარგლებში კვარტალური ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
საკითხი, კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა და ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
განხილვის შედეგად, ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა.