თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოუდგინა.
მისი ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 826 308,6 ათასი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარითაა გაზრდილი.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 631 765,7 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 209 514,6 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 223 195,4 ათასი ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 079,5 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 38 296,3 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 164 975,2 ათასი ლარი;
განათლება - 261 539,9 ათასი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 32 444,0 ათასი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 7 779,2 ათასი ლარი.
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 253 718,8 ათასი ლარი.
დღესვე გაიოზ თალაკვაძემ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების თაობაზე ისაუბრა და კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ინფორმაცია.
კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსისი მოადგილეს მოუსმინეს.
თათია ბარაქაძემ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
თათია ბარაქაძემ დღესვე დედაქალაქის მთავრობასა და შპს „ლოჯიკ გრუპს“ შორის გაფორმებულ „შპს „სპორტის სასახლის“ ქალაქ თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის თხოვების სახით გადაცემის თაობაზე“ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმების მოწონებისა და შპს „ლოჯიკ გრუპის“) მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია და ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „თაბორი რიზორთსს“ შორის 2016 წლის 13 მაისს გაფორმებულ პირობებით გამოცხადებული აუქციონის Nე-308-26-19647 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
მანვე თბილისის მთავრობის სახელით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „ინვესტ მშენ 1“-შორის გაფორმებული „ქ. თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო რაიონში, 6002 კვ. მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ,,ქალაქ თბილისში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა N10ა-ში, კორპუს N2-შიარსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ისაუბრა.
ასევე თათია ბარაქაძემ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „არომას“ შორის 2022 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული თბილისში, დიდი დიღმის დასახლება, III და IV მიკრორაიონებს შორის საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 19000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული შპს „არომასთვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან შპს „არომას“ გათავისუფლების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
კომისიის წევრებამ ასევე თბილისის მთავრობის სახელით, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ას ჯორჯიას“ შორის გაფორმებულ „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე შეთანხმების მოწონებისა და შპს „ას ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „კონსალტინგ გრუპს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „სითი ბოქსის“ გათავისუფლების საკითხის შეთანხმების და სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „სითი ბოქსს“ შორის 2018 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული „უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „სითი ბოქსის“) გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
თათია ბარაქაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.