28 თებერვალი 2019
თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა, კომისიის წევრებმა 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით უზურფრუქტის უფლებით გადაცემასა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებასდაუჭირეს მხარი.
მათ შორის, თბილისში რამდენიმე რაიონში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის პირდაპირი განკარგვით პრივატიზებაზე იმსჯელეს და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროსატრანსპორტო საშუალებების დამტენების განთავსების მიზნით, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით ელექტრონული აუქციონის წესით გადაცემა დადებითად შეაფასეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 21,2025
საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა
ნოემბერი 17,2025