თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს საკითხები ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა - თამარ მელიქიშვილმა და მარიამ კვერნაძემ წარუდგინეს.
დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარვის ფორმით პრივატიზების თაობაზე იმსჯელეს, აგრეთვე გაითვალისწინეს იმ პირთა ინტერესები, რომელთაც ახალი გენერალური გეგმის პირობებში ცვლილებები შეეხოთ. სხდომაზე მთაწმინდის პარკის გრძელვადიანი იჯარის შესახებაც ისაუბრეს და ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა ახალი საბაგიროს მშენებლობის გადაწყვეტილებაზე თანხმობა გასცა.
განხილვის შედეგად, ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.