თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილება.
კერძოდ, დაკმაყოფილდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტებისთვის პირველ კვარტალში თანხის გადმოტანის საკითხი მომდევნო კვარტლებიდან. ეს პროექტებია – „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები ისნის რაიონში“, ასევე სპორტული ფედერაციების მიერ სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების გაწევა, ვეტერანთა ვაკის რაიონული კავშირისთვის საოფისე ინვენტარისა და კომუნალური ხარჯების დაფინანსება.
კომისიის წევრებთან ერთად სხდომას მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.