07 აგვისტო 2018
თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი განიხილეს.
სხდომის გახსნისას საკრებულოს წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც დეპუტატებს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეკო ნომიკური ასპექტები კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა გიორგი აბაშიძემ გააცნო. მისი განმარტებით, გენგეგმა ერთიან ეკონომიკურ მიდგომებს ითვალისწინებს, რომლებიც კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზეა დაფუძნებული. გიორგი აბაშიძის თქმით, თბილისში მაღალსართულიანი ნაგებობები შენობების 18%-ს, დაბალსართულიანი 75%-ს, ხოლო საშუალო სართულიანი შენობები 8%-ს შეადგენს. „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თბილისის აგლომერაციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემოუშავება.
გიორგი აბაშიძის მიერ ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ კომისიების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს წევრების და სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კითხვებს გიორგი აბაშიძემ და კომისიების თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის, ასევე „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები და გარემოსდამცველები ესწრებოდნენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021